სასწავლო პროექტი


1. პროექტის სახელწოდება: როგორ შემოვსაზღვრო ჩემი მიწის ნაკვეთი და გამოვთვალოთ მისი ფართობი;
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მათემატიკის ცოდნის გამოყენებით პრობლემის გადაწყვეტა;
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები ისწავლიან რაციონალურად გამოიყენონ არსებული რესურსი,ფართობის და პერიმეტრის ცოდნა პრაქტიკულ საქმიანობაში
4. პროექტის მიზნები:
·       მოსწავლეები ისწავლიან დამოუკიდებლად შეძლონ მიწის ნაკვეთის გაზომვა
·       ზომების მიხედვით გადაწყვიტენ საჭირო რესურსების შეძენას ჩამოუყალიბდებათ შრომისმოყვარეობა
·       დაეუფლებიან თანამშრობით უნარ-ჩვევებს
·       ჩამოუყალიბდებათ ფინანსურ ხარჯებთან სწორი დამოკიდებულება.
5. მონაწილეთა ასაკი:    12 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 4 დღე;
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
შეიძინონ მასალა და საკუთარი დიზაინით ან ინტერნეტში მოძიებული დიზაინით შექმნან ნაკვეთის შემომსაზღვრელი მესერი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
სიმულაციური თამაში,საზომი ხელსაწყო,სამუშაო იარაღი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
·       შეიქმნა ჯგუფები
·       ჯგუფებზე განაწილდა ფუნქციები
·       პროექტის პირველი დღე: მოსწავლეები შეიძენენ საჭირო რესურსს /კალმები, ფურცლები ჩანაწერისთვის/, საზომ ხელსაწყოებს;
·       პროექტის მეორე დღე: მოსწავლეების ერთი ჯგუფი გაზომავს ნაკვეთის სიგრძეს და სიგანეს და გამოიანგარიშებს ნაკვეთის ფართობს, მეორე ჯგუფი აღნიშნული მონაცემებით გამოიანგარიშებს პერიმეტრს;
·       პროექტის მესამე და მეოთხე დღე: მოსწავლეთა ორივე ჯგუფი ერთობლივი მუშაობით შეიძენს, მონაცემების შესაბამისად, ნაკვეთის შემოსასაზღვრ მასალას და განახორციელებს ნაკვეთის შემოსაზღვრას.
განახორციელებს ნაკვეთის შემოსაზღვრას.
·       თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მათ მიერ შესრულებული დავალების შედეგს და შეფასების რუბრიკის გამოყენებით შეაფასებენ ერთმანეთს.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკა;
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):  
        ნონა გელაშვილი;
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: gelashvilinona9@gmail.com;
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:
https://nonagelashvili.blogspot.com/

No comments:

Post a Comment